ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის გრძელვადიან ეფექტებზე წერს და აცხადებს, რომ კოვიდ სიტუაციისადმი ზერელე დამოკიდებულება არასწორია.
ამის დასტურად წერეთელს გაერთიანებული სამეფოს მაგალითი მოჰყავს და ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგებს გვაცნობს:
“გაერთიანებული სამეფოს მკვლევარები კიდევ ერთ გაფრთხილებას ავრცელებენ, რომ კორონავირუსის გრძელვადიანი ეფექტები დიდი ხნის განმავლობაში დიდ გავლენას მოახდენს გაერთიანებული სამეფოს სამუშაო ძალაზე.
მათგან, ვინც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, ადამიანების 5,5 პროცენტს განუვითარდება სიცოცხლის შემცვლელი ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით გულის და ფილტვების დაავადებები. სხვებს ასევე აღენიშნებათ ხანგრძლივი სიმპტომები, მათ შორის ქოშინი, დაღლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, ტვინის ნისლი და სხვა ნევროლოგიური პრობლემები.
პორტსმუთის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტების ახალი ერთობლივი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Applied Economics Letters-ში, ვარაუდობს, რომ 80,000-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამსახური ხანგრძლივი კოვიდის გამო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში.
თებერვალში ომიკრონის ტალღის პიკზე, გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ასაკის 2.9 მილიონ ადამიანს (მთლიანი 7 პროცენტი) ჰქონდა მუდმივი Covid-19 სიმპტომები 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება ინფექციების ამჟამინდელი ტალღის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაცია მხოლოდ მოკრძალებულ დაცვას იძლევა ხანგრძლივი Covid-ისგან. მუშები აკლიათ განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სამუშაოებში და ეს ის სამუშაოებია, რომლებიც ასევე აყენებენ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდ რისკის ქვეშ”- წერს წერეთელი და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აფრთხილებს.
“ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ გავრცელებულია ის აზრი, რომ იმის გამო, რომ კოვიდ-19-ისგან ჰოსპიტალიზაცია იკლებს არ ინერვიულოთ ინფექციებზე, თუ არ გაქვთ რაიმე პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ უნდა დავივიწყოთ რომ არის ხანგრძლივი კოვიდი. ქვეყნები ნათლად ხედავენ, რომ ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისები, აეროპორტები და სტუმართმოყვარეობა, მოკლებულია მომუშავე პერსონალს. ჯანდაცვისა და ეკონომიკური საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებულია და ხანგრძლივი კოვიდი პრობლემებს შეუქმნის ქვეყნების ეკონომიკას!!! და ზოგადად ისიც არ ვიცით ჯერ რაში შეიძლება გადაიზარდოს ხანგრძლივი კოვიდიც, რამეთუ…
როგორც ერთმა კარგმა სპეციალისტმა დაწერა
ხანგრძლივი აივი გადავიდა…შიდსი
ხანგრძლივი HPV (Human Papilloma virus)… საშვილოსნოს ყელის კიბო
ხანგრძლივი EBV (Epstein Barr viruss)… გაფანტული სკლეროზი
ხანგრძლივი HSV (Herpes simplex virus)… ალცჰეიმერი
ხანგრძლივი HCV…ღვიძლის კიბო
შესაბამისად კოვიდ სიტუაციისადმი ზერელე დამოკიდებულება არაა მთლად კარგი იდეა!!
ასე რომ ნიღაბი, აცრები, დახურულ შენობაში ვენტილაციის გაუმჯობესება, თუნდაც როგორიცაა ფანჯრების გახსნა”, – აღნიშნავს სპეციალისტი.