LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა

113

გორში, 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს, ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მკვლელობის საქმეში ბევრი მტკიცებულება არსებობს და დეტალებს უწყება საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით გააცნობს.

რაც შეეხება 14 წლის წინ მომხდარ დანაშაულს, რომელიც 11 წლის მოზარდის გატაცებას ეხება და რომელშიც ბრალდებული პირის სახელი ფიგურირებს, შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, უწყებაში გამოძიება დაიწყო.

9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები