LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წესი, რომელიც სიცხეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

42
Capture

ადამიანის სხეული ექსტრემალურ ცვლილებებზე საკმაოდ მკვეთრად რეაგირებს. ზედმეტი სიცხე ან სიცივე შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშიც კი იყოს.

თუკი ბოლო დღეებში გაზრდილ ტემპერატურას გავითვალისწინებთ, მნიშვნელოვანია დაიცვათ რამდენიმე წესი, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

1. მიიღეთ ბევრი სითხე
2. მოძებნეთ გრილი, ჩრდილიანი ადგილი
3. იარეთ აუზზე
4. გაიგრილეთ სხეული წყლით
5. იმოძრავეთ ნაკლები
6. ატარეთ შედარებით მსუბუქი, თხელი სამოსი
7. შეეცადეთ მზეში ნაკლებად იმოძრაოთ.

სიცხეში ორგანიზმი გადახურებისგან რომ დაიცვათ, აუცილებელია სიგრილის შენარჩუნება. ამაში კი გრილი შხაპის ხშირი მიღება დაგეხმარებათ. თუკი წყლის გადავლების საშუალება არ გაქვთ, ყინულის პაკეტების ანდაც სველი პირსახოცის გამოყენება შეგიძლიათ.
სიცხეში ორგანიზმი საჭირო ვიტამინებს და მინერალებსაც კარგავს, ამიტომ ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალისტები მწვანე ფერის ბოსტნეულის, ხილის მიღებას გვირჩევენ, ორგანიზმისთვის ძალიან კარგია რძის ნაწარმიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები