შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მდგომარეობით გარე-სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით შედგენილი ჯარიმის რაოდენობა 7 385 230 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე ვიდეოჯარიმების შესახებ მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მოცემული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ვიდეო ჯარიმა აგვისტოში დაფიქსირდა – 31 356, რაც თანხობრივად 1 392 560 ლარს შეადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, მოცემული ინფორმაცია შეიცავს ჯარიმებს, რომელიც გაცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევისათვის, რაც მოიცავს სიჩქარის გადაჭარბებას, საავარიო ვითარების შექმნას ან მოძრაობის შეფერხებას ქვეითთა გადასასვლელის გავლის; სავალ ნაწილზე განლაგების; საგზაო ნიშნის; საგზაო მონიშვნის; ბუქსირების; მანევრირების; სამარშრუტო საშუალების – გავლის პრიორიტეტის დარღვევას; წითელზე გავლას; ღერძულა ხაზის გადაკვეთას; გასწრების; გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევას; გავლის უპირატესობის მქონე ტრანსპორტის დაბრკოლებას; “დაუთმე გზა” “მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია””შესვლა აკრძალულია” “მოძრაობა აკრძალულია”- ნიშანთა დაუცველობას;
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების მიერ 2015 წლის იანვარში გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით შედგა 17 176 ჯარიმა – რაც თანხობრივად შეადგენს 670 150 ლარს; თებერვალში – 15 490 ჯარიმა- 610 810 ლარი; მარტში 24 111 ჯარიმა – 959 030 ლარი; აპრილში 21 076 ჯარიმა – 809 630 ლარი; მაისში 20 066 ჯარიმა – 770 960 ლარი; ივნისში 26 286 ჯარიმა – 991 390 ლარი; ივლისში 29 290 ჯარიმა – 1 180 700 ლარი; აგვისტში 31 356 ჯარიმა – 1 392 560 ლარი.