LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 სიტყვა, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები არასოდეს ამბობენ

240

ცხოვრება სამეფო სასახლეში ყოველთვის ისეთი ზღაპრული არ არის, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. მონარქების ყოველდღიურობა სავსეა ოფიციალური ვიზიტებითა და ღონისძიებებით, რომლებიც ჟურნალისტების გამადიდებელი შუშის დაკვირვების ქვეშ გადის.

როგორც აღმოჩნდა, სამეფო პროტოკოლი არამარტო ქცევებს, გარდერობს ან გრაფიკს, არამედ მათ ლექსიკონსაც არეგულირებს. არსებობს სიტყვები, რომლებიც სამეფო სასახლეში უბრალოდ არ წარმოითქმის.

  1. TOILET (საპირფარეშო)

სტანდარტული „საპირფარეშოს“ ნაცვლად ისინი იყენებენ ნეიტრალური მნიშვნელობის „lavatory“-ს. სასურველია, რომ მისი ჩანაცვლება არ მოხდეს სინონიმებით, როგორიც არის: „bathroom“ და „ladies“.

  1. PARDON (უკაცრავად)

ერთი შეხედვით „pardon“ ან „sorry“ უფრო მოწიწებით ჟღერს, ვიდრე „What?“. სწორედ ასე მოგმართავთ პრინცი ჰარი თუ ვერ გაიგებს რა უთხარით.

  1. COUCH (დივანი)

ელისაბედ მეორე დასასვენებლად შესაძლოა „sofa“-ზე ჩამოჯდეს და არა „couch“-ზე ან „settee“-ზე.

  1. LIVING ROOM (მისაღები ოთახი)

ბუკინგემის სასახლეში მისაღებს „drawing room“-ს ან „sitting room“-ს ეძახიან, ასე რომ თუ დაინტერესდებით, სად მდებარეობს იგი, მოიკითხეთ შესაბამისად.

  1. DAD (მამა)

იმის გამო, რომ ასეთი მიმართვა („DAD“) უფრო მკაცრად ჟღერს, სამეფო ოჯახში მიღებულია მისი შედარებით შერბილებული ფორმა „Daddy“ ან „Mummy“.

  1. PERFUME (სუნამო)

პრინცესა დიანა ყოველ დილით არომატს („scent“) იპკურებდა და არა ჩვეულებრივ სუნამოს, რომლის ყიდვაც ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში არის შესაძლებელი.

  1. PATIO (შიდა ეზო)

თუ პრინც ჯორჯს ან პრინცესა შარლოტას გარეთ გასეირნება მოუნდებათ, ქეით მიდლტონი მათ ტერასაზე („terrace“) გაიყვანს და არა „შიდა ეზოში“.

  1. POSH (მაგარი)

ბუკინგემის სასახლეში ეს სიტყვა დაბალი კლასის მანიშნებელია, მის სინონიმად კი „smart“ გამოიყენება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები