საიტი www.wonderzine.com წერს დემნა გვასალიას გარდა იმ ქართველი დიზაინერებისა და მოდის სახლების შესახებ, რომელთა შესახებ მოდის მოყვარულებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ და სტატიის ავტორის თქმით, მათი კოლექციები ნებისმიერ გარდერობს შეიძლება მოერგოს.
საიტი რეკომენდაციას „მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე“ დასწრების შემდეგ იძლევა:
Situationist – ყველაზე ცხელი ბრენდი თბილისში. მათ სამოსში ორჯერ შეამჩნიეს ბელა ჰადიდი, რაც სოცქსელების ეპოქაში პატარა მარკისთვის დიდი საქმეა. ამ ბრენდის უკან ირაკლი რუსაძე და დავით გიორგაძე დგანან.
Dalood – ბრენდის დამაარსებელი მაკა კვიციანი. კომერციულად ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბრენდია. მათი სამოსის ნახვა შეიძლება მოსკოვის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრში და ასევე საიტზე – Farfetch.com.
Lalo – ტრიკოტაჟის ბრენდი დიდი პოტენციალით. ამ მარკის სამოსი და შესაბამისი ფეხსაცმელი უკვე მათ საიტზე დევს.
Nicolas Grigorian – ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალბაედა დიზაინერი თბილისიდან. თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა ამ ჯერზე მხოლოდ 18 ლუქი აჩვენა, მაგრამ როგორი!.. ცხადია, რომ შემდეგ სეზონზე ქართველ გოგონებს მის სამოსში ვნახავთ.
Materiel by Aleksander Akhalkatsishvili – Materiel საქართველოში დაფუძნებული პირველი მოდის სახლია. ყოველ წელს ის რამდენიმე დიზაინერთან მუშაობს, რომლებიც კოლექციებს მოდის კვირეულებზე წარადგენენ. მათ შორის ყველაზე თავდაჯერებული ალექსანდრე ახალკაციშვილი გამოდგა.
Tamuna Ingorokva – ამ წელს თამუნა ინგოროყვას ბრენდს 15 წელი უსრულდება. Esmod-ის კურსდამთავრებული ქმნის კოლექციებს „დიდებისთვის“, რომლებიც აცვიათ მოდელებს დაუტცენ კურსსა და რომი სტრეიდს.
Anouki – ანუკი არეშიძე, პირველ რიგში, ცნობილი გახდა ნაქარგიანი ფეხსაცმელებით, რომელმაც ონლაინმაღაზია Avenue32.com დაიპყრო. თუკი გოგონებისთვის შექმნილი კოლექცია თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, შეგიძლიათ, ყურადღება მიაქციოთ „კაზაჩოკებსა“ და კრისტალებით გაწყობილ მძიმე სამხედრო ჩექმებს.
Materiel by Lado Bokuchava – დიზაინერი ლადო ბოკუჩავა ქართული მოდის ისტორიაში თავისი პროექტით Atelier Kikala უკვე ჩაეწერა. მან კოლეგებს შორის ყველაზე ორიგინალური ზედატანები აჩვენა.