LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8 ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები.. უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც გეკადრება და შეგეფერება“ – რამაზ დავლაძე ორი წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე

18497
რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძე, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საკუთარ ტკივილზე წერს.

რამაზ დავლაძის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„8 ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!

ტკივილთა და განცდათა შორის არის ისეთი აუხსნელი სიმძიმის განცდა-ტკივილი, რომელიც შენში მუდმივად მკვიდრდება და აუტანელ გაუსაძლისობას გიქმნის ხან მეტად, ხან ნაკლებად, ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც გეკადრება და შეგეფერება;

არც ვინმე შეაწუხო და დაღალო შენი განცდებით და ასევე, პირიქით….ერთ ავბედით დღეს რომ მოიხედავ უკან და აღარ გყავს ყველაზე ძვირფასები ვისი სიყვარულით და ბედნიერებით თითქოს ცასაც კი ეხებოდი, არის შეკითხვათა შორის ისეთი კითხვებიც რომელიც მომხდარი ტრაგედიისნაირი ტრაგედიაა და ყოველთვის უადგილოა, მაგ დროს განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება როცა გესმის: “გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო…”

ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მთელი საქართველო გულშემატკივარი იყავით და ხართ;

მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი დემეტრე ყოველთვის თქვენი მადლიერი და მადლობელი ვართ! თქვენმა თანადგომამ ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, თითოეულ მათგანს უამრავ სიკეთეს გისურვებთ; იხარეთ და ვიყოთ ყოველთვის ერთმანეთის ერთგულ საიმედოდ!!!
თითოეულ მათგანს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა!
მშვიდობა ყველას!!!“. – წერს რამაზ დავლაძე.

 

8 ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!!
ტკივილთა და…

Posted by Рамаз Давладзе on Sunday, October 8, 2023

 

 

ცნობისათვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

დაღუპულებს შორის იყო რამაზ დავლაძის მეუღლე, ორი შვილი და ძმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები