არ არის ლუდი, არ არის ოქტობერფესტი… მაგრამ მიუნხენში საკმარისზე მეტი სასმელია. ასე რომ, ლუდის მოყვარულების ფესტივალი 21 სექტემბერს დაიწყო, მთელი თავისი დიდებულებით.
ფესტივალის პერიოდში ყოველწლიურად დაახლოებით, 8 მილიონ ლიტრ ლუდს სვამენ. ვიზიტორებს არც ფასი აშინებთ – 1 ლიტრი დაახლოებით 12 ევრო ღირს.
ფრანკფურტში დაარსებული კომპანია დასალევ ფხვნილებსა და სასმელს სწორედ ამ დანიშნულებით უშვებდა და ყიდდა.
გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი ავადმყოფობად აღიარა - "საკვებით ან სასმელით მას ვერ უმკურნალებთ"
სტუმრებისთვის განკუთვნილი ლუდი დაახლოებით 6% სპირტს შეიცავს. ისინი აღნიშნავენ, რომ ლუდი საკმაოდ ძლიერია, იმდენად, რომ ამის გამო, ხშირად სახლის გზას რთულად აგნებენ.
ფესტივალი რთულია მიმტანებისთვისაც – მათ დღეში დაახლოებით, 20 კმ-ის გავლა და მთვრალი მომხმარებლებთან გამკლავება უწევთ.
ერთ-ერთი მიმტანი ვანესა ევრონიუსთან ამბობს, რომ მათ პატარა საიდუმლოც აქვთ:
“ისეც ხდება ხოლმე, რომ ჩვენი სტუმრები იმაზე მეტს სვამენ, ვიდრე შეუძლიათ. ამის შემდეგ, კიდევ უფრო მეტს ითხოვენ, კიდევ უკვეთავენ. თუმცა, ისინი ამ დროს, ჩვენგან უალკოჰოლო ლუდს იღებენ. განსხვავებას მაინც ვერ ამჩნევენ.”
https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=caFwmg6FWCI
სამართალდამცველები ჯერჯერობით ფესტივალის ფარგლებში სეროზულ დანაშაულებებზე არ საუბრობენ, თუმცა ექიმებს ბევრი სამუშაო აქვთ. ალკოჰოლური მოწამვლის ნიშნებით, მათ ამ პერიოდში 3 ათას ადამიანზე მეტმა მიმართა.
გახნის დღიდან ფესტივალს სამ მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია და ჯერ ყველაფერი წინაა – ოქტობერფესტი 6 ოქტომბრამდე გრძელდება.