LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მეგობარმა კარანტინის პირობებში მოგზაურობა სიკვდილის ინსცენირებით სცადა

350
kenia-newssss

კენიაში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში მკაცრი კარანტინია და ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება შეზღუდულია. მეგობრების ჯგუფს მოგზაურობა ძალიან უნდოდა და ბევრი ფიქრის შემდეგ გამოსავალიც იპოვეს. აფრიკელებმა კუბო შეიძინეს, სარიტუალო ავტომობილიც დაიქირავეს და დედაქალაქ ნაირობიდან ქალაქ ჰომა–ბეისკენ გაემართნენ. იმისათვის, რომ დაწესებულ შეზღუდვებში არ მოხვედრილიყვნენ, გააყალბეს საშვი, რომელიც მათ თითქოსდა მიცვალებულის გადასვენების ნებას რთავდა. საკონტროლო პუნქტებთან კენიელები ირწმუნებოდნენ, რომ ჭირისუფლები იყვნენ და მესაზღვრეები მათ უპრობლემოდ უშვებდნენ.

მოხერხებულმა სქემამ გაამართლა და მეგობრებმა 380 კილომეტრის გავლა და დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა მოახერხეს. თუმცა, მატყუარები ადგილობრივებმა გამოააშკარავეს. აფრიკული წესების მიხედვით, მიცვალებულის დასატირებლად ლამის მთელი ქალაქი შეიკრიბა და ცარიელი კუბოც სწორედ მათ აღმოაჩინეს. თაღლითებს მაშინვე პოლიციაში უჩივლეს.

იზოლაციის წესების დამრღვევები საავადმოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ COVID-19–ის ტესტი გაუკეთდათ. სარიტუალო ავტომობილის მძღოლის ანალიზი დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ ის კლინიკაში დატოვეს, დანარჩენები კი იძულებით კარანტიში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ აფრიკელები იზოლაციის რეჟიმის დასარღვევად ათას რამეს იგონებენ, საბუთებს აყალბებენ, საშვებს ამზადებენ და ცდილობენ ერთი ქალაქიდან მეორეში გადაიპარონ, რა დროსაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან იზრდება და პანდემიის შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები