რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი, “თვითერში” საქართველოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ის ამბობს, 8 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს წამოსწევს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე შეჩერების მექანიზმს არ განიხილავენ.
“საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 8-10 მარტს ბრიუსელში იქნება, ისინი იმ შესაძლებლობებზე კითხავენ, რომლებსაც საქართველო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახორციელებს”, – წერს რიკარდ იოზვაკი.
ჟურნალისტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, მაშინაც მუშაობდა, როცა ქვეყანა, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა. ის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას 2016 წელს პროგნოზირებდა.