LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8-9 წლის განმავლობაში საქმე საერთოდ არ უკეთებიათ, მათი დღის წესრიგი იყო დესტრუქცია და ქვეყნის ჯანჯღარი: პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”

40
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში მისვლასა და საკანონდმდებლო საქმიანობაში ჩართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ აქვთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სჭირდება პარლამენტის წევრს და ახლა პარტიაში უნდა დაამტკიცონ, რომ საქმის კეთება უნდათ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა

პაპუაშვილის თქმითვე, ენმ-ის წევრები იმ ინსტრუმენტებით ვერ ისარგებლებენ, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი მზაობა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს:

“ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა დაამტკიცოს, რომ საქმის კეთება უნდათ. მათ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საქმე საერთოდ არ უკეთებიათ და მათი დღის წესრიგი იყო დესტრუქცია, ქვეყნის ჯანჯღარი. ასე რომ, ვნახოთ, მათი გადასაწყვეტია, აქვთ მანდატი, არიან პარლამენტის წევრები, აქვთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც აქვს პარლამენტის წევრს, გარდა იმ ინსტრუმენტებისა, რომელიც გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით, ისინი ამით ვერ ისარგებლებენ. მათ პირველ რიგში 19 აპრილის შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი, ვინაიდან სწორედ ის არის საფუძველი, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმაზე. ამიტომ ვამბობ, რომ მათ უნდა დაადასტურონ თავისი მზაობა ხელმოწერით, თავისთავად ჩვენ მზად ვართ.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთო. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე:

ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება: დეკანოიძე მიშელის დოკუმენტზე

შეცდომად მიმაჩნია, რომ ენმ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ პარლამენტში: სამადაშვილი

ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე

პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე

დღეს დადასტურდა, რომ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც სუვერენული და ლეგიტიმური თანამდებობის პირი “ქართული ოცნების” მხრიდან: მელია