LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8-14 მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი

317

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

ამ კვირაში რეალური ინტიმური სიტუაციები გექნებათ. როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად თავს სრულყოფილად იგრძნობთ. ის რაც აქამდე მიუღწეველი გეგონათ, ამ კვირაში შესაძლებელი გახდება.

კურო

ეს კვირა პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის გამოიყენეთ. განსაკუთრებით გააქტიურდით ოთხშაბათიდან. კვირის ბოლოს გაანალიზებთ, რომ ნამდვილად ღირს თქვენი პარტნიორისთვის ბრძოლა.

ტყუპები

ამ კვირაში უჩვეულოდ მოიქცევით, რაც სამსახურში გაკვირვებას გამოიწვევს, თუმცა პარტნიორი ყველაფერს მიხვდება. სასურველია, მის რჩევებს ყური უგდოთ და გაითვალისწინოთ. შესაძლოა, შეცდომისგან გიხსნათ კიდეც.

კირჩხიბი

თუ მარტო ხართ და ჯერ ისევ გტანჯავთ მოგონებები, ამ კვირიდან გათავისუფლდით და გაუღეთ გული ახალ ადამიანებს. ხოლო თუ ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, მიხვდებით რომ სიყვარული ძალიან მალე გეწვიათ.

ლომი

პირად ურთიერთობაში მცირედი უსიამოვნებები გელით. დაუცველობის შეგრძნება დაგეუფლებათ. ამ კვირაში მხოლოდ მარტო ყოფნას ესწრაფვით. საკუთარ თავში და გრძნობებში გარკვევა გსურთ. კვირის ბოლოს ყველა კითხვაზე პასუხი გექნებათ.

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის ეს ნაყოფიერი კვირა იქნება. ეჭვებისგან გათავისუფლდებით და მხოლოდ ურთიერთობის გაძლიერებაზე ფოკუსირდებით. დაიწყეთ გულახდილი საუბრები. ამ გზით მარტივად მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს.

სასწორი

თუ ფინანსური და სამსახურებრივი კუთხით შფოთავთ და ღელავთ, დაელაპარაკეთ პარტნიორს და გამოსავალი ერთად მოძებნეთ. შესაძლოა, დამატებით კურსების ან ტრენინგების გავლის შესახებ რჩევები მიიღოთ.

მორიელი

ამ კვირაში ემოციურად გაიხსნებით. ეს მდგომარეობა ძალიან დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით ეს საპირისპირო სქესს ეხება. თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, ამ ღიაობამ, შესაძლოა, საინტერესო ადამიანთან მიგიყვანოთ.

მშვილდოსანი

საუკეთესო პერიოდი აქვთ მშვილდოსნებს. ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვთ ახალ სიმაღლეებს მიაღწიოთ პარტნიორთან. მცირედი უთანხმოება წარმოიქმნება ოჯახურ საკითხებში, თუმცა ეს დაძაბულობა ხანმოკლე იქნება.

თხის რქა

კონკრეტული პირადი საკითხი გაღელვებთ. დათრგუნული მდგომარეობიდან მეგობარი გამოგიყვანთ, მასთან ჰპოვებთ ნუგეშს. შესაძლოა, ჯგუფურ თერაპიასაც მიმართოთ. კვირის ბოლოდან თავს უკეთ იგრძნობთ.

მერწყული

თუ პარტნიორის გულის მოგება გსურთ, ამას ფულით და საჩუქრებით ნუ შეეცდებით. სასურველია მისადმი დამოკიდებულება და ქმედებები შეცვალოთ. მოუსმინეთ მას, რა არ მოსწონს თქვენში და რა იწვევს ბრაზს.

თევზები

ამ კვირაში საბოლოოდ ჩამოყალიბდებით სამოგზაურო გეგმაზე პარტნიორთან ერთად და აქტიურად დაიწყებთ გასამგზავრებლად საჭირო პროცედურების შესრულებას. წინ დაუვიწყარი დღეები გელით.