LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

79 წლის მრბოლელი ქალი ფორმულა ერთის ბოლიდის საჭესთან (ვიდეო)

123

79 წლის ირლანდიელმა როზმარი სმიტმა ფორმულა ერთის 800 ცხენის ძალიანი ბოლიდი გამოსცადა. ეს ამბავი ფრანგულ ავტოდრომზე Paul Ricard მოხდა. გარბენის ორგანიზატორი კი Renault Sport F1-ის გუნდი იყო, რომელიც 40 წლის იუბილეს ზეიმობს.

ახალგაზრდობაში სმიტი კერვას სწავლობდა და თავისი სამოსის მაღაზიაც ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთმა კლიენტმა რბოლაზე მონაწილეობის მისაღებად შტურმანად მიიწვია. მალე ქალმა თავისი ბიზნესი დატოვა და მთლიანად რბოლაზე გადაერთო.

თავდაპირველად სმიტი მხოლოდ შტურმანად რბოლობდა, შემდეგ კი თავადაც პილოტი გახდა და ცხოვრების დიდი ნაწილი რბოლებს მიუძღვნა.

ამ მომენტისთვის როზმარი სმიტს საკუთარი მართვის შემსწავლელი სკოლა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები