თუკი გგონიათ, რომ მხოლოდ რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო არიან ახალბედა მამები მოწიფულ ასაკში, ცდებით. პირველი, ვინც საზოგადოება გააოცა, ეს გახლდათ The Rolling Stone star-ის ფრონტმენი, მიკ ჯაგერი, რომელიც ახლა 79 წლისაა და 6 წლის ვაჟი ჰყავს. მისი მეგობარი გოგო, მელანი ჰემრიკი მასზე 44 წლითაა უმცროსი.
მიკი ოჯახთან ერთად პაპარაცების ობიექტივში ხშირად არ ხვდება. თუმცა მოხერხებულმა ფოტოგრაფებმა მაინც მოახერხეს მათი ერთად გადაღება. ისინი ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დააფიქსირეს.
79 წლის არტისტს ცისფერი მაისური და ნაცრისფერი შარვალი ეცვა, 36 წლის მელანი კი შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. პატარა, უსაყვარლეს ქერათმიან დევერს კი ლურჯი მაისური ეცვა.