LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

79 წლის კატრინ დენევი და 55 წლის კარლა ბრუნი „დიორის“ შოუზე გამოჩნდნენ

240
კატრინ-დენევი

პარიზში გამართული „დიორის“ შოუ ვერ ჩაივლიდა ფრანგული კინოს ლეგენდის, კატრინ დენევის გარეშე. 79 წლის ქერათმიანი ლამაზმანი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაი რიჩმა „კარტიეს“ რეკლამაში გადაიღო, ამჯერად ჩვენებაზე ულამაზეს ანსამბლში გამოჩნდა. მას ბორდოსფერ ფერებში გაფორმებული პერანგი შავ კლასიკურ შარვალთან ჰქონდა შეხამებული, ანსამბლს კი ასევე ბორდოსფერი პალტო ასრულებდა.

შოუს სტუმრებს შორის იყო საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, კარლა ბრუნიც. 55 წლის მუსიკოსი ულამაზეს ნაცრისფერ კაბა-ხალათში ბრწყინავდა, რომელიც შავ სადა როლინგთან ჰქონდა შეხამებული.

ლეგენდარული კატრინ დენევი და ოსკაროსანი რამი მალეკი „კარტიეს“ ულამაზეს ფოტოსესიაში

ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის ვნებიანი განცხრომა იბიცაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები