ბოლო პერიოდში, ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ბობ დილანმა არაერთი საინტერესო ნამუშევარი შემოგვთავაზა. გასულ თვეს კი არტისტმა რვა წლის შემდეგ რიგით 39-ე სტუდიური ჩანაწერი, Rough and Rowdy Ways გამოუშვა.
ნამუშვარი აშშ-ში 53 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და პირველივე კვირაში „ბილბორდის“ ჩარტში მეორე პოზიციაზე მოხვდა, შესაბამისად, 79 წლის მუსიკოსი პირველი არტისტი გახდა, რომელიც 1960 წლიდან დღემდე, ყოველი დეკადის განმავლობაში, ერთი ნამუშევრით მაინც ხვდებოდა ალბომების ჩარტის ორმოცეულში.