რობერტ დენიროსა და ალ პაჩინოს ერთობლივ გამოჩენას წითელ ხალიჩასა და სცენაზე კრიტიკოსთა დაჯილდოვების მთავარი კადრი შეიძლება ვუწოდოთ. მარტინ სკორსეზეს ფილმი „ირლანდიელი“ კრიტიკოსთა რჩეული გახდა საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის ნომინაციაში. სცენაზე პრიზის ასაღებად კინოს ლეგენდები 79 წლის ალ პაჩინო და 76 წლის რობერტ დენირო ავიდნენ.
საინტერესოა, რომ მარტინ სკორსეზეს ფილმი დაჯილდოვებაზე 14 ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა მხოლოდ ერთ ნომინაციაში გაიმაrჯვა.