„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე პარლამენტში დღეს ჩანიშნულ ბიუროს სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სერგო ჩიხლაძე იმ დეპუტატებს მიმართავს, ვინც რამდენიმე დღის წინ ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„78 ყაველაშვილს პარლამენტში:
არ აგერიოთ, წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს! მწვანეს არა! აბა თქვენ იცით ძალიან პრინციპულებო!“. – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც „ქართულ ოცნებაში“ დღეს ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.