LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის ქალი ბანკის გაძარცვის დროს დააკავეს. ეს მისი პირველი ძარცვა არ ყოფილა

117
230410-bank-robbery-pleasant-hill-missouri-mn-0615-555f82

აშშ-ში დააკავეს 78 წლის ქალი, რომელიც 46 წლის განმავლობაში ბანკის გაძარცვის მცდელობაში მესამედაა შემჩნეული. ინფორმაციას ამის შესახებ WDAF-TV ავრცელებს.

5 აპრილს, ბონი გუჩი კანზას სიტის ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შევიდა და მოლარეს გადასცა წერილი, სადაც ფულის ითხოვდა.

ქალბატონს სამედიცინო ნიღაბი, მზის სათვალე და ხელთათმანები ეკეთა. როდესაც მან ბანკი დატოვა, სულ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ პოლიციაც დაეწია. მძარცველი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამერიკელის მოულოდნელ გამოხტომაში არაფერი ახალი არ ყოფილა. 2020 წელს მან უკვე სცადა ბანკის გაძარცვა, თანაც იმავე ტაქტიკით. მაშინ პოლიციაში გუჩის ვაჟმა დარეკა. კაცმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ დედამისი „კარგად ვერ იყო“, სახლი გაბრაზებულმა დატოვა და თან დაიმუქრა, რომ ბანკს გაძარცვავდა. ქალი დანაშაულის ადგილზევე დააკავეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

1977 წელს გუჩი მსგავსი დანაშაულისთვის კალიფორნიაშიც იყო დაჭერილი.

ამჟამად სტაჟიან მძარცველს 25 ათასი დოლარის მოპარვის მცდელობისთვის ასამართლებენ და განაჩენის გამოტანამდე ის ციხეში რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები