LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 ქულით: საქართველომ კოლუმბია ნაწილებად დაშალა

87

იტალიაში, ვეტერანთა მსოფლიოს პირველობაზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა ჯფუფში მეორე მატჩიც მოიგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ქართველებმა, რომლებიც ქალაქ მონტეკატინიში იმყოფებიან, სადებიუტო მატჩში ჩეხეთის ნაკრები 86:40 გაანადგურეს, ახლა კი არანაკლები დღე კოლუმბიას აყარეს და სამგუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩვენმა ვეტერანებმა, რომლებიც იტალიაში შემდეგი შემადგენლობით არიან – ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი, კოლუმბიელებს 78 ქულით – 118:40 სძლიეს და ტურნირის საუკეთესო 12 გუნდში მოხვდნენ.

პლეი ოფში ქართველებს არ გაუმართლათ და მეტოქედ შარშანდელი ჩემპიონი, წლევანდელი მსოფლიო პირველობის მასპინძელი და უმთავრესი კანდიდატი, იტალია ერგოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები