„პარიზის მოდის კვირეულზე“ ვარსკვლავებს შორის შერიც იმყოფებოდა, რომელსაც თან თავისი მეგობარი მამაკაცი, ალექსანდერ ედვარდსი ახლდა.
წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდა და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა.
ამ დღეს 77 წლის არტისტს ჯინსის შარვალი და შავი პიჯაკი ეცვა, იდენტური ლუქით იყო წარმოდგენილი 38 წლის პროდიუსერი.
ცნობისთვის, მათ შორის 40 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ამის გამო შერი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა, ვარსკვლავისთვის ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს.
„სიყვარული სიყვარულია“ – 77 წლის შერი 40 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს