„სუპერ ბოულის“ ღონისძიებაზე უამრავი ვარსკვლავი იმყოფებოდა, მათ შორის გახლდათ შერი და მისი საქმრო, ალექსანდერ ედვარდსი. 76 წლის არტისტი და 36 წლის პროდიუსერი საზოგადოების წინაშე ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდნენ. შერის სხეულზე მომდგარი შავი შარვალი და ტყავის მოსაცმელი ამშვენებდა, ედვარდსმა კი შავ შარვალსა და ზედას სალათისფერი ქურთუკი შეუხამა. ინსაიდერების ცნობით, წყვილს მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შერისთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ წყვილი ერთმანეთზე საოცრად შეყვარებულია, თუმცა დაოჯახებას ჯერ არ ჩქარობენ. მათი რომანის შესახებ ცნობილი ნოემბერში გახდა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაინიშნა. შერიმ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
76 წლის შერი ჯერ გათხოვებისთვის მზად არ არის
70 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება! – 76 წლის შერი და მისი 36 წლის საქმრო გრძნობებს ვერ მალავენ