ლეგენდარული არტისტი, 76 წლის ელტონ ჯონი ახლახან კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ინსაიდერი აცხადებს, ის ნიცაში მდებარე ვილაში ყოფნის დროს წაიქცა. ელტონი ორთოპედიულ განყოფილებაში მიიყვანეს. ორდღიანი კვლევების შემდეგ კი გამოწერეს. ახლა ელტონი სახლში აგრძელებს მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს ბოლო პერიოდში დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან უჭირს.