75 წლის დენი დევიტო და 71 წლის რეია პერლმანი ერთმანეთს 3 წლის წინ დაშირდნენ, თუმცა, ისინი ოფიციალურად კვლავ ცოლ-ქმარნი არიან.
ტაბლოიდებმა ისინი პაემნის დროს დააფიქსირეს, წყვილი პაპარაცებს ღიმილით შეხვდა.
„რატომ უნდა განვქორწინდეთ, უბრალოდ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ და ერთმანეთს ხშირად ვნახავთ“, – ასეთი საინტერესო დამოკიდებულება გამოავლინა ქორწინებასთნ დაკავშირებით 71 წლის რეია პერლმანმა.
შეგახსენებთ, ისინი 1982 წელს დაქორწინდნენ, ერთმანეთი კი სერიალ „ტაქსის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყვილს სამი შვილი ჰყავს.