LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 წლის დედა 40 წლის შვილებთან ცხოვრებით დაიღალა და ისინი სასამართლოს დახმარებით გაყარა სახლიდან

121
5fe5916264366009d4462452c3a81edb-680x408

75 წლის იტალიელმა ქალბატონმა სასამართლოს შვილებთან ერთად ცხოვრების გამო მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას RPimapavia ავრცელებს.

ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც მეუღლეს დიდი ხნის წინ დაშორდა, წლების განმავლობაში ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ შვილს 40 წელი, მეორეს კი – 42 წელი შეუსრულდა, ისინი მშობლიური სახლის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. არადა, დედა ამას უკვე ღიად ითხოვდა. ამასთან, ორივე იტალიელს აქვს სტაბილური სამსახური, რაც საკუთარი სახლის დაქირავების საშუალებას მისცემდა.

ქალი ძალიან დაიღალა იმ ფაქტით, რომ მისი ზრდასრული შვილები ისევ მასთან ცხოვრობდნენ, არ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, არ ყიდულობდნენ პროდუქტს, არაფერს აკეთებდნენ სახლში და თითქმის ყველაფერში დედის იმედად იყვნენ დარჩენილი. სწორედ ამიტომ, სხვა გზა რომ ვერ იპოვა, ქალმა სასამართლოს მიმართა.
მოსამართლეც მომჩივნის მხარეს დადგა და მამაკაცებს მშობლიური სახლის დასატოვებლად ვადა 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში შვილები მშობლიურ სახლს საკმაოდ გვიან ასაკში ტოვებენ. სტატისტიკური მონაცემებით, იტალიელები დამოუკიდებელ ცხოვრებას მხოლოდ 30 წლის შემდეგ იწყებენ. ამ მაჩვენებლით იტალია ცოტათი უსწრებს ისეთ ევროპულ ქვეყნებს როგორიცაა – ხორვატია, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ესპანეთი და მალტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები