დღეიდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება.
სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი. აქამდე იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, სამუშაო დღეებში კი 90 ლარი ღირდა.
სტუდენტების სტატუსის მქონე პირებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღემდე 170 ლარი ღირდა. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.