რიჩარდ გირი ცნობილია მარტოხელა მამაკაცის როლებით, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის უკვე წლებია მარტო აღარ არის. 2018 წელს მან მესამედ იქორწინა. თუმცა სიყვარულის მაძიებელი მამაკაცის როლის მორგება მას უკვე ჩვევად ექცა და შესანიშნავადაც გამოსდის.
ახალ ფილმში, „ჰამილტონის მონატრება“ გირი კვლავ მარტოხელა მამაკაცის როლს ასრულებს. გადაღებები კანადაში, ონტარიოში სულ ცოტა ხსნის წინ დაიწყო. ახლახან კი გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა. 73 წლის შევერცხლილი რიჩარდი ნაცრისფერ „თრენჩსა“ და კლასიკურ შავ შარვალში შესანიშნავად გამოიყურება.
73 წლის იუბილარი რიჩარდ გირი კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება