ინტერნეტში ისევ მოხვდა ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკარტნისა და მისი მეუღლის, ნენსი შეველის ფოტოები. წყვილი კარიბის ზღვის სანაპიროზე დასვენებას განაგრძობს და ამჯერად მათ მეგობრები უერთდებიან. ფოტოებიდან ჩანს, რომ სანაპიროზეც აცივდა და 56 წლის ნენსის საცურაო კოსტიუმზე გრძელმკლავიანი ზედატანია ცვია. მწველი მზისგან კი თავს შლიაპით იცავს.
შვებულება, რომელსაც წყვილი ერთად ატარებდა, გუშინ დასრულდა.