LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

73 წლის ოზი ოსბორნი კალიფორნიის ქუჩებში მაკიაჟით სეირნობს

221
page

რამდენიმე კვირის წინ, ლეგენდარული ჯგუფის, Black Sabbath-ის ფრონტმენს, ოზი ოსბორნს კოვიდი დაემართა. 73 წლის არტისტს პარკინსონი და სხვა ბევრი დაავადება აქვს, ამიტომ ვირუსი მან საკმაოდ რთულად გადაიტანა.

პაპარაცებმა გამოჯანმრთელებული ოზი პირველად გადაიღეს, ის კალიფორნიაში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიიდან გამოდიოდა. მას თან მეუღლე, შერონი ახლდა. როგორც ტაბლოიდები წერენ ოზი ახალ ალბომზე მუშაობს.

რაც შეეხება ლეგენდის ჩაცმულობას, ის გოთიკურ სტილში იყო გამოწყობილი. თვალებზე შავი ჩრდილები ჰქონდა, გრძელ ფრჩხილებზე კი შავი ლაქი ესვა.

ფოტო: Back to black – ოზი ოსბორნმა თმა შავად შეიღება და კვლავ ფორმაშია 

„ვაქცინას თუ არ გავიკეთებ, მოვკვდები“, – 72 წლის ოზი ოსბორნი ვაქცინაციაზე ალაპარაკდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები