LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 წლის ჰელენ მირენმა და 79 წლის ჯეინ ფონდამ თანამედროვე მოდელები დაჩრდილეს (ფოტო)

129

პარიზში L’Oréal Paris-ის გრანდიოზული შოუ გაიმართა, რომელსაც მსოფლიო შოუბიზნესის თითქმის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი დაესწრო. ჩვენება პარიზის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გაიმართა და მისი მთავარი გმირები 72 წლის ჰელენ მირენი და 79 წლის ჯეინ ფონდა გახდნენ.

მსახიობები პოდიუმზე პროფესიონალ მოდელებთან – ირინა შეიკთან, დაუტცენ კრეზთან, ვინი ჰარლოუსთან და სხვებთან ერთად გამოჩნდნენ. ელეგანტურმა და ქარიზმატულმა მირენმა და ფონდამ შოუს დანარჩენი მონაწილეები დაჩრდილეს.

აღსანიშნავია, რომ ფონდა აღნიშნულ ბრენდთან უკვე სამი წელია თანამშრომლობს. თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს ბრენდი დიდი ხანია უყვარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩართულობა აქციაში სხვა ქალბატონებს  საკუთარი სილამაზის შეცნობაში დაეხმარებათ.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები