LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

712 – თბილისში, 545 – აჭარაში, 482 – მძიმე პაციენტი: კორონავირუსი რეგიონების მიხედვით

138
BeFunky-collage - 2020-10-27T122207.644

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  1 824 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 712 დედაქალაქში, ხოლო 545 აჭარაში დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად მოხდა:

თბილისი – 712,

 აჭარაში  – 545,

იმერეთში – 305,

ქვემო ქართლში – 48,

შიდა ქართლში – 56,

გურიაში – 24,

სამეგრელო და ზემო-სვანეთში – 63,

კახეთში – 23,

მცხეთა-მთიანეთში – 22,

სამცხე-ჯავახეთში – 22,

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განმარტებით, ამ დროისათვის ქვეყანაში 3 847 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 482 მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654. მძიმე პაციენტია 482, მათ შორის თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი, მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23.

2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი. სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო სივრცეში) გადაყვანილია – 8 918 პირი”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.