LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

710 საბავშვო ბაღს შორის მოთხოვნები 85-მა ვერ დააკმაყოფილა

138
გფვდცსხ

12 ოქტომბერს, აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი განახლდება. პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ ის წესები შეიმუშავა, რომელთა დაცვითაც ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესის განახლებას შეძლებენ. ამის პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი. ცნობილი გახდა, რომ საქართელოს მასშტაბით, შემოწმებულ 710 საბავშვო ბაღს შორის, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები 85-მა ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ”ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ისაუბრა.

“არის შემთხვევები, როდესაც ბაღს, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება ჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ შესასყიდია დამატებითი ინვენტარი ან მასალა. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბაღზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც შრომის ინსპექცია იღებს. თუმცა, ყველას აქვს შანსი, გამოასწოროს მდგომარეობა და 12 ოქტომბერს გახსნას ბაღი”, – აცხადებს კახაბერ გვანცელაძე.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მშობლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში პატარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის კეთდება. რეგულაციებიც სწორედ იმისთვის არის გამიზნული, რომ ყოველგვარი პრობლემა თავიდან აირიდონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები