71 წლის ქალს 21 წლის საქმროზე დაქორწინების უფლება არ მისცეს. შვეიცარიაში, ვაუდის ოლქში მათი ქორწინების აპლიკაციის განხილვაზე სასამართლომ უარი თქვა.
ადგილობრივი გამოცემა The Local-ის ინფორმაციით, სასამართლომ მათი სიყვარულის ისტორია არ დაიჯერა და მიიჩნია, რომ მამაკაცს, რომელიც ტუნისიდან არის, შვეიცარიაში ცხოვრება სურს და ცოლის მოყვანაც ამიტომ გადაწყვიტა.
შვეიცარიელმა პენსიონერმა ქალმა განაცხადა, რომ ბიჭი 18 წლის იყო, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს.
„ორივეს გვიყვარს რეპი, ქალაქგარეთ სეირნობა, გვაქვს ერთნაირი შეხედულება ბევრ საკითხზე,“ – განაცხადა ქალმა, რომელიც მანამდე 13 წლით უმცროს მამაკაცზე იყო დაქორწინებული.
გასული წლის აგვისტოში ქალი ხუთი დღით საყვარელი მამაკაცის მოსანახულებლად ტუნისშიც იმყოფებოდა და წყვილმა დაქრწინების მოთხოვნით ტუნისში შვეიცარიის საელჩოს მიმართა.
თხოვნაზე სასამართლოსგან აპრილის ბოლოს უარი მიიღეს და ქორწინების მიზეზი მიგრაციის სურვილით ახსნეს.