LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 მილიონიანი ინვესტიცია კასპში – მასშტაბური წყალსაცავის მშენებლობა იწყება

134
201802141319041208268320

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ თეძამის წყალსაცავის პროექტი ისტორიულია.

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ისტორიული პროექტის განხორციელებას, რომლის მთავარი მიზანია ქართული სოფლის გაძლიერება, ვინაიდან ძლიერი ქართული სოფელი ნიშნავს ძლიერ ქართულ რეგიონებს და ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. 2012 წელს საქართველოში საირიგაციო სისტემები განლაგებული იყო მხოლოდ 40 000 ჰექტარზე. ჩვენ შევძელით და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ციფრი გავზარდეთ 110 000 ჰექტრამდე. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც საირიგაციო სისტემებიც კი არ არსებობდა საქართველოში?“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.

„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდებააღსანიშნავია, რომ მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები