LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში აქციას მართავს

90
tavisufleba-mishas_w_h

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად გამართავენ.

“აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ არ დავიშლებით, აჭარის მთავრობის სახლთან იქნება ყოველდღიური აქციები“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები