მამაკაცების უმეტესობისთვის, პაემანი ალკოჰოლის გარეშე წარმოუდეგენლია. მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი მეგობარი გოგონა, ალკოჰოლის მიღების წინააღმდეგია? როგორ დავრჩეთ კვლავ სასურველ კავალერად? მთავარია ვიცოდეთ საიდუმლო წესები, რომელსაც გვთავაზობენ ფსიქოლოგები:
ის არ არის ვალდებული აგიხსნათ, რატომ არ სვამს აკლოჰოლს
თუ გოგონა გამოგიტყდათ, რომ ის ალკოჰოლის წინააღმდეგია, ნუ დააძალებთ და ნურც კითხვებით შეაწუხებთ. მისი სიტყვა თქვენთვის კანონი უნდა იყოს! როდესაც ის ალკოჰოლის დასალევად მზად იქნება, თავად შეგატყობინებთ.
თუ ის არ სვამს, ნუ ჩათვლით, რომ მოსაწყენია
სულაც არ არის აუცილებელი დალიო, რომ მხიარულად იგრძნო თავი. ამიტომ თუ გოგონა დალევაზე უარს გეუბნებათ, ნუ ჩათვლით რომ ის მოსაწყენია.
გოგონა თუ არ სვამს, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც არ უნდა დალიოთ
არიან ადამიანები, ვისაც დალევა საერთოდ არ უყვართ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც უყვარს. შესაბამისად, უკითხავად ნუ დაპატიჟებთ სასმელზე. აუცილებლად ჰკითხეთ, მიირთმევს თუ არა თქვენთან ერთად რაიმე კოქტეილს. ხოლო თუ უარს მიიღებთ, გულს ნუ გაიტეხთ, მისი უარი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც არ უნდა დალიოთ. თუ რაღათქმაუნდა ნასვამ მამაკაცებზე ალერგია არ აქვს.
თუ სახლში დაპატიჟებთ, წინასწარ მოიმარაგეთ სხვადასხვა ტიპის სასმელები
თუ თქვენ პირველად ეპატიჟებთ მას სახლში, ეცადეთ დააყენოთ არჩევანის წინაშე. თუ ალკოჰოლზე უარს გეტყვით, შესთავაზეთ ჩაი, წყალი, ყავა, გამაგრილებელი ან უალკოჰოლო სასმელები. ასეთი დახვედრის შემდეგ, საღამოს წარმატება გარანტირებული გექნებათ.
საღამო შეიძლება უკეთესიც გამოდგეს თუ ის „ფხიზელია“
სინამდვილეში „ფხიზელ“ გოგონასთან ურთიერთობა შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს, ვიდრე ეს წარმოგიდეგნიათ. მას ემახსოვრება ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, დაწყებული პირველი შეხვედრიდან, დამთავრებული სექსით (თუკი რაღათმაუნდა საღამო ასე დასრულდება). შესაბამისად, მას მუდამ ემახსოვრებით, არ აქვს მნიშვნელობა სამომავლოდ იქნებით თუ არა ერთად.
მნიშვნელოვანი სიტყვები აუცილებლად ფხიზელ გონებაზე უთხარით
ნასვამი მამაკაცის სიტყვები მანდილოსნებისთვის წყლის ნაყვას გავს. არც ერთ მათგანს არ ესიმოვნება, როდესაც ხელის სათხოვნელად ნასვამი მიბრძანდებით. არ აქვს მნიშვნელობა ისიც იქნება ნასვამი, თუ არა. შესაბამისად, ყოველთვის ეცადეთ, რომ მნიშვნელოვანი წინადადებები, ფხიზელ გონებაზე წარმოთქვათ.
საბოლოო ჯამში, ნურასდროს კითხავთ თქვენს მეგობარ გოგონას „თუ არ სვამ, აბა რას აკეთებ?“ ასეთი კითხვებით, ურთიერთობას გააფუჭებთ. ის ერთობა მეგობრებთან, მუშაობს, დაკავებულია სხვადასხვა ტიპის საქმიანობით. შესაბამისად არ არის ვალდებული ყოველთვის როცა თქვენს გვერდით იქნება, თქვენთან ერთად მიიღოს ალკოჰოლი.