LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რჩევა იაფად ფრენისთვის

34

მოგზაურობის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა იცოდენ ხერხები და საიდულმოებები, იმისთვის თუ როგორ უნდა შეძლონ ბიუჯეტის დაზოგვა და არ გადაიხადონ ზედმეტი სხვა ქვეყნებში გამგზავრებისთვის.

საბოლოო ჯამში ყველაფერი გამართლებაზეა, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, იმისთვის რომ “გამართლების” შანსი გაზარდოთ.

skyscanner–ის მიერ გამოვლენილი ეს 7 ხერხი შეგიძლიათ თქვენს თავზე გამოსცადოთ:

 

  1. დაჯავშნეთ ბილეთი 7 კვირით ადრე:

ბოლო წუთს, საუკეთესო ფრენის შეთავაზების ძებნას, იმ იმედით, რომ დარჩენილ თავისუფალ ადგილებს კომპანიები იაფად გაყიდიან, აზრი არ აქვს. რადგან დღეს უამრავი ბიზნესმოგზაური თანახმაა გადაიხადოს ბევრი იმისთვის რომ სწორედ იმ რეისზე სწრაფად იშოვოს ბილეთი. skyscanner–მა შეაჯამა მონაცემები და აღმოჩნდა, რომ მოკლე მანძილზე ფრენისთვის, ყველაზე საუკეთესო შეთავაზების ნახვა უმეტეს შემთხვევაში 7 კვირით ადრე შეგიძლიათ, ხოლო შორ მანძილზე ფრენის დროს, უმჯობესია ბილეთების მოძებნა 18 კვირით ადრე დაიწყოთ.

 

  1. გამოიწერეთ მეილზე თქვენი რჩეული ავიაკომპანიის სიახლეები და ფასდაკლებები:

 

მიუხედავად, იმისა რომ ბოლო წუთს იაფი ბილეთების შერჩევა ჭირს, ასეთი რამ მაინც შესაძლებელია, თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ სად ეძებოთ. ამას კი თქვენ მაილზე კომპანიიდან მოსული შეტყობინებით გაიგებთ.

 

  1. წადით ყველგან:

 

თუ ახალი ადგილების აღმოჩენის განწყობაზე ხართ, თქვენ გეძლევათ საუკეთესო შანსი დაზოგოთ ბიუჯეტი. „ყველგან“ ძებნის ფუნქციის გამოყენებით, გაარკვევთ სად და როდის შეგეძლებათ გაფრინდეთ იაფად.

 

  1. აირჩიეთ თქვენი საკრედიტო ბარათი გონივრულად:

 

თუ არის ამის შესაძლებლობა დააგროვეთ ქულები, შეიძინეთ ფასდაკლების კუპონები და ა.შ.

 

  1. შეიძინეთ ბილეთი სამშაბათს დღის მეორე ნახევარში:

 

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ სამშაბათი დღე საუკეთესოა იაფი ბილეთის შესაძენად. საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია ფასდაკლებებს სწორედ სამშაბათს იწყებს.

 

  1. იყიდეთ ერთი გზის ბილეთი თქვენს დაიშნულებამდე

 

ყოველთვის არა, თუმცა ზოგჯერ, one way ბილეთის შეძენა ერთ ავიაკომპანიაში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გასამგზავრებელი და დასაბრუნებელი ბილეთების სხვადასხვა ავიაკომპანიებში შეძენა. ამიტომ სანამ ერთ კომპანიაში შეიძენთ ორმხრივ ბილეთს, აუცილებლად გადაამოწმეთ ფასები.

 

  1. სცადეთ 24 საათის წესი:

 

ზოგიერთი ავიაკომპანია გთავაზობთ ჯავშნის უფასოდ გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას გამგზავრებამდე 24 საათით ადრე მოახერხებთ. ასე რომ აკონტროლეთ ბილეთების ფასები მუდმივად. იმ შემთხვევაში თუ ბილეთების ფასი სხვა ან ამ კომპანიაში შემცირდა, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ჯავშანი და შეიძინოთ ახალი ბილეთი.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები