LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რამ, რაც ყველა ავტომოყვარულმა მშობელმა უნდა ასწავლოს თავის შვილს

44

ავტომოყვარულებისთვის სოც-ქსელი ურთიერთობისა და იდეების გაზიარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად გადაიქცა. დღესდღეობით უამრავი ფეუსბუქ გვერდი არსებობს, სადაც ნაირ-ნაირ ფოტომასალას, ვიდეოებსა თუ საინტერესო ინფორმაციას შევხვდებით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გვერდი Geo Best And Modern Cars-ი აქვეყნებს რჩევებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ასწავლოს შვილს თითოეულმა ავტომოყვარულმა.

  •  წაიყვანეთ თქვენი შვილი პარკინგის ცარიელ ადგილზე, ან ცარიელ ქუჩაზე, სადაც ასწავლით ავტომობილის აჩქარებას, დამუხრუჭებას, მოხვევის შუქმაჩვენებლების გამოყენებას, “ბრმა წერტილების” შემოწმებას და პარკირებას. პირველი დღისთვის ეს საკმარისია, თუმცა, შემდეგ მალევე უნდა გაიყვანოთ მოძრაობაში და საკუთარ თავზე აგრძნობინოთ ის მოულოდნელობები, რომლებსაც თითოეული ჩვენთაგანი განიცდის ქუჩაში ავტომობილით გადაადგილებისას. ასევე უნდა ასწავლოთ მექანიკური კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა, რადგანაც არავინ არ იცის როგორ წარიმართება თქვენი შვილის მომავალი და თავიდანვე ყველაფრისთვის მომზადებული უნდა იყოს…
  • ასწავლეთ მათ ავტომობილების ის მინიმუმი მაინც, რომელიც მათი ავტომობილებს გამართულობაში შეუწყობს ხელს. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი ვინც მანქანაში ზეთის დონის შემოწმებაც კი არ იცის. ასწავლეთ ძრავში ყველანაირი სითხის შემოწმება, საბურავებში წნევის კონტროლი და ავტომობილის მიერ ანთებული ნათურების კითხვა. თუ კი თქვენი პატარა “მძღოლები” გამოთქვამენ ინტერესს, იცოდნენ რა როგორ მუშაობს, ასწავლეთ მათ თუ როგორ შეცვალონ ზეთი, როგორ შეცვალონ ნათურები და ფილტრები.
  • ასწავლეთ მათ თავიანთი ავტომობილის მოსმენა. რასაკვირველია მთელი კონცენტრაციის გზაზე გადატანა უმნიშვნელოვანესია ავტომობილის მართვის დროს, მათ შორის ყურადღების მიქცევა გარეთ შექმნილი ხმაურისადმი და ყურადღების გამახვილება სასწრაფო თუ სამაშველო ავტომობილების მიერ მოცემულ სიგნალებზე. თუმცა, ამას გარდა კარგია, თუ ასწავლით მათ საკუთარი ავტომობილების მოსმენას, ამ გზით მათ ეცოდინებათ თუ რა ხდება ძრავში და ყოველთვის ეცდებიან, რომ გამართული ავტომობილი ყავდეთ.
  • ასწავლეთ მათ კანონი. რა თქმა უნდა არავინ არ იბადება თავისი სახელმწიფოს კანონების ცოდნით, თუმცა, კარგია, როდესაც მძღოლმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. ასწავლეთ მათ საპატრულო პოლიციის მიერ მიცემული სიგნალის შემთხვევაში უსაფრთხო გაჩერება, საკუთარი უფლებები და თუ როგორ გასცენ პოლიციის თანამშრომელს პასუხი პატივისცემით.
  • დარწმუნებულები იყავით, რომ მათ გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრა და სხვების დახმარება შეუძლიათ. ალბათ ბევრჯერ შეხვედრიხართ სიტუაციას, როდესაც გზაზე ავტომობილიდან გადმოსული თინეიჯერი თავის გახეთქილ საბურავს უყურებს და ტელეფონზე ლაპარაკობს, რომ რომელიმე მისმა მეგობარმა უშველოს. იქნებ მას სათადარიგო საბურავი არ აქვს? ან იქნებ უბრალოდ საბურავის გამოცვლა არ იცის? არასოდეს არ აღმოჩნდება თქვენი შვილი მსგავს სიტუაციაში თუ ასწავლით, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში და თუ რა თქმა უნდა აღჭურვავთ შესაბამისი ხელსაწყოებით. ასევე კარგი იქნება თუ ეცოდინებათ, როგორ გამოიყენონ გზამკვლევი იმ შემთხვევაში თუ ნავიგაცია ფუჭდება.
  • ასწავლეთ მათ ფულის და ავტომობილის ღირებულება და ისინი არასოდეს არ შეგიქმნიან პრობლემებს ყოველი კვირის მიწურულს საწვავისა თუ სხვა რაიმე მსგავსი ხარჯების სახით.
  • სანამ ისინი დამოუკიდებლად გადაადგილდებიან ავტომობილით, მიეცით საშუალება, რომ A პუნქტიდან B პუნქტში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილდნენ. რა თქმა უნდა კარგია, როდესაც საკუთარი ავტომობილით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეძლებ მისვლას, თუმცა ამრიგად დააფასებენ სხვებსაც და ეცოდინებათ, რომ ავტომობილის ყოლით განსაკუთრებულები არ არიან.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები