LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ოქტომბერს „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში „აიდა“ იქნება წარმოდგენილი

755
აიდა

7 ოქტომბერს, 31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ოპერის ვარსკვლავები – იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, რამაზ ჩიკვილაძე, ახალგაზრდა ქართველ ვოკალისტებთან – გიორგი ჭელიძესთან,ლევან ტაბატაძესთან და ალექსანდრე თიბელიშვილთან ერთად წარმოადგენენ ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ საკონცერტო შესრულებას დავით საყვარელიძის რეჟისურითა და ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

ბილეთები ხელმისაწვდომია როგორც ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში, ასევე საიტზე:  www.biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები