LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

85
მიხეილ სააკაშვილი

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

გამოძიება აქცენტს მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე აკეთებს.

ადვოკატების პოზიცია კი უცვლელია – ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

მათივე განმარტებით, სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტსაც აქვს.

“ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. დაცვის მხარეს აქვს რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც პროცესზე გავაჟღერებთ. ყველა ადამიანს, ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესებს, მივცემთ საშუალებას კიდევ ერთხელ დაინახონ იმ ბრალდებების აბსურდული და პოლიტიკური შინაარსი, რომელსაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტს უყენებენ,” – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.