“7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთ სიბრტყეში დაყენება არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად არ არის სწორი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა “გირჩის” ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ამნისტია 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებსაც უნდა შეეხოს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს პირდაპირი მოწოდებები იყო პარლამენტში ძალადობრივი შესვლის და სამართალდამცველებზე თავდასხმის.