LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”

187
1

7 ნოემბერს დაანონსებულ სახალხო შეკრებას “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლები უერთდებიან.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.

კაკაბაძის განცხადებით, ყველა შვიდი ნოემბერი იქნება აღნიშნული და იქნება პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა:

“ზეგ შვიდი ნოემბერია, 14 წელი გავიდა იმ შვიდი ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და მისმა ავტორიტარულმა რეჟიმმა პარლამენტის წინ დაარბია მოშიმშილეები, რომელსაც მოჰყვა ის გრანდიოზული მიტინგი, რომელიც ასევე დაარბიეს.

როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვადასხვა დაზარალებული ჯგუფები გეგმავენ ზეგ, ხუთ საათზე 7 ნოემბრის აღნიშვნას. ჩვენი ორგანიზაცია და ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად უერთდება ამ წინადადებას, რომ შევიკრიბოთ ყველანი ერთად რუსთაველზე, სადაც მოხდა დარბევა. ჩვენი ორგანიზაცია უერთდება შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციას და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს საშინელი დარბევა მოაწყო 14 წლის წინ, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს.

ეს დასრულდა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რეჟიმი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ეს ყოველთვის იყო დღის წესრიგში ჩვენის მხრივ, მაგრამ მას მერე, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაბედა და თქვა, რომ შვიდ ნოემბერთან მიახლოებულ თარიღში შესაძლებელი იყო მათი მხრიდან რაიმე აქციის ჩატარება, ამან კი განაპირობა კოორდინირება, რომელიც ახლა ამ ჯგუფებს შორის მოხდა.

7 ნოემბრის დარბევის შემდეგ უკვე გაჩნდა ეს იდეა და მეორე წელს მაშინვე უკვე აღსრულდა კიდევაც. ყველა შვიდი ნოემბერი, ვიდრე ჩვენ ცოცხლები ვიქნებით იქნება აღნიშნული და იქნება პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.” – თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია დაარბიეს.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები