ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო, რომელიც მძიმე ფურცელია ჩვენს ისტორიაში.
მისივე განცხადებით, განსხვავებით 20 ივნისისგან, 7 ნოემბრის შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, სააკაშვილმა საკუთარი პოსტი დატოვა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნა.
„შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის მოვლენებს მოყვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სხვათა შორის, რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა დატოვა საკუთარი პოსტი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამაზე უფრო მწვავე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მომხდარზე რთულად წარმომიდგენია. შესაბამისად, დიახ, ნამდვილად იყო შეცდომა, ნამდვილად იყო მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაბამისად უპასუხა, განსხვავებით 20 ივნისისგან, როდესაც 20 ივნისის ძალადობის მთავარი ავტორი, ბატონი გახარია რამდენიმე კვირაში პრემიერ-მინისტრად დანიშნეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე გია გაჩეჩილაძე აქციას მართავს
7 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”
შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია დაარბიეს.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.