LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მილიარდი ჰქონდა ბიზნესს მოგება, თუ არ ვცდები, აბა ნახეთ რას ხარჯავენ ქველმოქმედებაში? ნახევარ პროცენტსაც არა – პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი

233
Untitled

„მინდა ვთქვა, რომ ბიზნესსაც უკვე საკმაოდ ჭარბი ფული გაუჩნდა საქართველოში. დიდი “ბენტლებით” დადიან, ცოტა ქველმოქმედებასაც მიხედონ, ხე დარგონ“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა განაცხადა.

სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ბიზნესს საკმაოდ სოლიდური მოგება ჰქონდა.

„7 მილიარდი ჰქონდა ბიზნესს მოგება, თუ არ ვცდები, აბა ნახეთ რას ხარჯავენ ქველმოქმედებაში? ნახევარ პროცენტსაც არა. ამას ჩემი თქმა უნდა სჭირდებოდეს? 90%-ს ვხარჯავ დედას გეფიცებით, რაც მაქვს და რაც არ მაქვს. რა კომპანიებიც მაქვს, იმის წილებსაც ვყიდი და ვხარჯავ,” – განაცხადა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა BMGTV-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში.

ცნობისთვის, სოსო ტყემალაძე მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები