ავიაკომპანია Israir Airlines-ი თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე სპეცრეისს განახორციელებს. ფრენა 7 მაისს შედგება. შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელში.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ! ავიაკომპანია ISRAIR ა.წ. 7 მაისს განახორციელებს ფრენას თელ ავივი – თბილისის მიმართულებით! ბილეთების რეალიზაცია მოხდება ონლაინ რეჟიმში ოფიციალურ ვებსაიტზე: www.israir.co.il
ერთი გზის, თელ-ავივი-თბილისის ფასი: 219 აშშ დოლარი“, – აცხადებენ საელჩოში.