LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მაისის ჩათვლით, რუსეთი “აზოვსტლიდან” მოქალაქეებს ევაკუაციის უფლებას მისცემს

151
0322_Ukraine_war_MARIUPOL_AZOV_STAL (1)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მაისს განაცხადა, რომ დაუშვებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მარიუპოლის “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან.

პროცესი რუსეთის ცნობით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

განცხადებაში უკრაინელი სამხედროები ნახსენები არ იყო, რომლებიც ასევე “აზვოსტალის” ქარხანაში არიან და ამ დრომდე იბრძვიან.

“მითითებულ პერიოდში, რუსეთის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს, ქვედანაყოფები გავლენ უსაფრთხო მანძილზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ”, – წერია განცხადებაში.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტები “აზვოსტალის” ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ადგილზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქარხანას თავს ასობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები აფარებენ.

მარიუპოლიდან 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

“აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად უკრაინა მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო: ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები