LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ლეგენდარული სასტუმრო თქვენი საყვარელი ფილმებიდან

1138
BeFunky-collage

იმისათვის, რომ ფილმი პოპულარული გახდეს, ბევრმა რამემ უნდა იმუშაოს: მსახიობებმა, სცენარმა, რეჟისორმა და, რა თქმა უნდა, სწორად შერჩეულმა ადგილმა. გადასაღები მოედანი ხშირად ცალკეულ პერსონაჟებზე ზემოქმედებს და სიუჟეტზეც აისახება. ეს განსაკუთრებით იმ ფილმებში ხდება ხოლმე, რომელთა მოქმედებაც სასტუმროებში მიმდინარეობს. ჩვენ შევარჩიეთ ფილმები, რომლებიც მაყურებლის სიყვარულს წლებია არ კარგავს.

პლაზა, ნიუ-იორკი

მანჰეტენზე მდებარე სასტუმრო პლაზა შეიძლება საკულტო ადგილად ჩაითვალოს. 1907 წელს აშენებული ფრანგული შატოს სტილის შენობა, ბევრისთვის კარგად არის ცნობილი. ის ხშირად მასპინძლობს ცნობილ ადამიანებს მიღებებზე. სასტუმრო განსაკუთრებული ყურადრების ქვეშ ფილმის “მარტო სახლში 2” გამოსვლის შემდეგ მოექცა. ფილმი 1992 წელს გამოვიდა,  მაკოლეი კალკინის გმირმა კევინ მაკალისტერმა სწორედ ეს სასტუმრო დაჯავშნა მას შემდეგ, რაც შეცდომით მაიამის ნაცვლად (სადაც მისი ოჯახის წევრები საშობაოდ ჩავიდნენ), ნიუ-იორკში ჩაფრინდა. პირველად სასტუმრო რეჟისორმა ალფრედ ჰიჩკოკმა გამოიყენა თავის ფილმში “ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ”. სასტუმროს ასევე ნახავთ,  ფილმში “დიდ გეტსბი”, “აფიორა ამერიკულად” და “ელიოზის თავგადასავალი”.

პარკი ჰიატი, ტოკიო

ეს ულამაზესი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კენზო ტანჟის ცნობილი არქიტექტურული შედევრია. ამასთან ერთად, აქ სოფია კოპოლას “ოსკარის” მფლობელი ფილმი “თარგმანის სირთულეები” გადაიღეს. ფილმის პრემიერა  2003 წელს შედგა. ფილმის გმირები სკარლეტ იოჰანსონი და ბილ მურეი სწორედ ამ სასტუმროში ხვდებიან ერთმანეთს. სასტუმროში ყველაზე მეტი სცენაა გადაღებული. ფილმის სიუჟეტში ჩანს თანამედროვე სტილით გაფორმებული ოთახი, დახურული აუზი და 52-ე სართულზე მდებარე ნიუ-იორკის ბარი. ფილმში ფანჯრებიდან პანორამული ხედები იშლება, რომლებიც მელანქოლიური ატმოსფეროს შექნას უწყობენ ხელს.

 

კეისრის სასახლე, ლას ვეგასი

სასტუმრომ, რომელიც ლას ვეგასის მთავარ ბულვარში მდებარეობს, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კომედია “წვეულება ვეგასში” (The Hangover) გადაღებისას. აქ ფილმის ძირითადი სცენები გადაიღეს. ფილმში ბრედლი კუპერი, ედ ჰელმსი და ზაკ ჰალიფიანაკი მონაწილეობენ. რამდენიმე საკვანძო სცენა ძველი რომაული სტილის ულამაზესი სასტუმროს მისაღებ მაგიდასთან , აუზებსა და ლიფტებში ვითარდება, სადაც ოთხი მეგობარი წინასაქორწინო წვეულებას აღნიშნავს. მეორე დღეს მეგობრები ღამის გახსენებას ცდილობენ. ფილმის ერთი სცენა სასტუმროს სახურავზეც კი ვითარდება, სადაც ბოლოს გმირებმა დაკარგული მეგობარი დაგი იპოვნეს. კეისრის სასახლეში “Hangover”-ის გარდა ფილმები: “წვიმის კაცი”, “რკინის კაცი”, “თამაში და დაცემა” და “ოცნების ქალიშვილები” გადაიღეს.

სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი”

გრანდ ბუდაპეშტის სასტუმრო, სადაც კონსიერჟი მონსტერ გუსტავი და დერეფნის მეთვალყურე მუსტაფა ზერო იდუმალი დეტექტიური ისტორიის გმირები ხდებიან, სამწუხაროდ, სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს არც ზუბროვკის ქვეყნები, სადაც ფილმის მოქმედება მიმდინარეობს. ინტერიერები კინოსტუდიასა და მაღაზიაში გადაიღეს. უეს ანდერსონის ეს კომედია კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს.

 

სასტუმრო სემინოლ რიცი

მაიამის გამოგონილ სასტუმროში სემინოლ რითცში, 1958 წლის საკულტო ფილმი ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” გადაიღეს. ფილმში მთავარ როლს მერილინ მონრო თამაშობს: სწორედ ამ სასტუმროში მივიდა მისი გმირი გასტროლებზე ქალთა მუსიკალურ ჯგუფთან ერთად. გადაღებები სან დიეგოს ნამდვილ დელ კორონადოს სასტუმროში მიმდინარეობდა, რომელსაც ხშირად ჩარლი ჩაპლინი, კლარკ გეიბლი, აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტი და სხვა ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ ხოლმე. როგორც ცნობილია, მერილინ მონრო სასტუმროში, გადაღებების დროს, ყოველდღე ერთსა და იმავე დესერტს, ცივი ვანილის სუფლეს ბეზესთან ერთად, უკვეთავდა.

ბევერლი უილშერი, ბევერლი ჰილსი

ბევერლი ჰილზის ამ მდიდრულმა სასტუმრომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1990 წლის რომანტიკულ კომედიაში “ლამაზმანი”. ფილმში რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი თამაშობენ. ფილმში მოხვდა კადრები სასტუმროს შენობის ხედით გარედან და ვესტიბულით, მაგრამ სცენებს სტუდიის ოთახებში იღებდნენ.

ბეიტსის მოტელი

ბეიტსი მოტელში ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფსიქოლოგიური საშინელება “ფსიქოა” გადაღებული. ეს არის გამოგონილი ადგილი მხატვრული ფილმის  გადაღებებისთვის, რომლისთვისაც პავილიონი აშენდა. მოტელის ერთ-ერთ ოთახში, საშხაპეში, მკვლელობის სცენა გადაიღეს. კინომოყვარულებს დღეს აქვთ შესაძლებლობა ბეიტსის მოტელს ესტუმრონ. სახლი ჰოლივუდში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები