საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.