LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 გამაფრთხილებელი ნიშანი იმის, რომ სასწრაფოდ შვებულება გჭირდებათ

51
10_-1relaxation-tourist-with-cocktail-beach-holidays

ტურისტულმა კომპანია PArkSleepFLy-მ დაადგინა, რომ ადვილად გაღიზიანება, არაჯანსაღი საკვების სურვილი და ზოგადი მელანქოლიური განწყობა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ადამიანს სასწრაფოდ შვებულება ესაჭიროება.
ზაფხულის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, შობამდე ჯერ რამდენიმე თვეა დარჩენილი, ასე რომ გადასატვირთად და ახალი ენერგიების მისაღებად ახლა მართლაც საუკეთესო დროა.

დასვენება როგორც მენტალური ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია.

წყობილებიდან ადვილად გამოდიხარ?

თუკი მუდმივად სტრესს განიცდი და პრობლემების მოგვარებას იმაზე მეტ დროს ანდომებ ვიდრე ჩვეულებრივ, იცოდე რომ შვებულება გჭირდება. დასვენება გონებისა და ემოციების გაგრილების საშუალებას მოგცემს.

არაჯანსაღ არჩევანს აკეთებ?

სტრესი ასოცირდება დაღლილობასთან, რომელიც ხშირად მოტივაციის ნაკლებობას იწვევს. ეს კი ხშირად არაჯანსაღ რაციონს და კვებითი ჩვევების დარღვევას ნიშნავს.

შეცდომებს უშვებ?

დაღლილობის დროს ფოკუსირება რთულია, ასე რომ შეცდომებიც მრავლდება. ისეთ შეცდომებს უშვებ, როგორსაც სხვა დროს ალბათ არ დაუშვებდი.

ძილის პრობლემა

გიჭირს ჩაძინება? ანდაც რამდენიც არ უნდა გეძინოს მაინც დაღლილი იღვიძებ? მაშინ იცოდე რომ დასვენება გჭირდება.

პირადი ცხოვრების უგულებელყოფა

თითქოს ერთადერთი რასაც აკეთებ სამსახურია და ეს კარგი სულაც არ არის. სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შვებულების შური“

ზოგადად, მეგობრების მოგზაურობების კადრები სიამოვნებას გგვრის და მოტივაციას გმატებს. თუმცა, თუკი მათი გშურს, იცოდე რომ დასვენების დროა.

ბოლო შვებულება შორეული მოგონებაა

გიჭირს იმის გახსენება ბოლოს სად და როგორ დაისვენე? თუკი პასუხი დადებითია, სასწრაფოდ ჩემოდნები ჩაალაგე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები