მიმდინარე კვირის განმავლობაში, ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ-პრადეშის შტატში მეხის დაცემით 49 ადამიანი დაიღუპა.
სამართალდამცველების თქმით, მათგან 7 სამშაბათს დაიღუპა.
გარდაცვლილები ძირითადად ფერმერები არიან, ისინი წვიმის დროს ხეებს აფარებდნენ თავს. 7 დაღუპულიდან 4 ერთი ოჯახის წევრია.
შემთხვევის შედეგად ფერმერებს პირუტყვიც დაეხოცა.
გარდაცვალების საგანგაშოდ გაზრდილი მაჩვენებლის გამო, ინდოეთის მთავრობამ გამოსცა ახალი მითითებები, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ადამიანებმა ქარიშხლის დროს, რომელსაც ჭექა-ქუხილი ახლავს თან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ადამიანები უფრო მეტად იღუპებიან ელვისგან, ვიდრე წვიმასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, აპრილიდან მოყოლებული, მეხის დაცემის შედეგად ინდოეთში თითქმის 750 ადამიანი დაიღუპა.
საგანგაშოა 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკაც – მაშინ ინდოეთში თითქმის 2 900 ადამიანი დაიღუპა.
ინდოეთში, ივნისისა და ივლისის თვეში, ძლიერი წვიმა ძლიერი ქარით ხშირია, რაც იწვევს უამრავ მსხვერპლს და ინფრასტრუქტურის განადგურებას.